„მოსავალს ვინც მოიყვანს, გაუფრთხილდება და სიმდიდრეს შექმნის, მიწა მან უნდა გამოიყენოს“, - განაცხადა გადაცემაში „საქმიანი დილა“ ბიზნესმენმა თემურ ჭყონიამ კონსტიტუციის 94-ე მუხლის თემის შეფასებისას. მისი თქმით, თუ მიწა ქართველების საკუთრებაში იქნება, მაშინ მასზე მოსავალიც უნდა მოვიდეს.
„94-ე მუხლზე საერთდ საუბარიც არ უნდა იყოს, როგორ შეიძლება ამაზე საერთოდ საუბარი იყოს. ერთი თვე მიდიოდა ამაზე საუბარი და სანამ მთელმა მსოფლიომ არ გაიგო, რომ ამაზე საუბარი არ შეიძლებოდა, მანამდე არ შეაჩერეს ამ თემაზე საუბარი.
სალათი აისბერგის დეფიციტია, ევროპაში და მსოფლიოშიც, - ვერ მივაღწიეთ რომ მოვიყვანოთ საქართველოში, ჩვენ რომ გეგმას ვსახავთ ჩვენი ფერმერი მას ვერ აღიქვავს ისე თანმიმდევრულად, რომ 5 წლის შემდეგ მიიღებს მოგებას. მას მოგება დღეს უნდა, არადა ხე 3 წლის შემდეგ ისხამს ნაყოფს და რა ვქნათ.
თუ მიწა ჩვენია მაშინ მოსავალი უნდა მოვიყვანთ, მისი დანიშნულება ესაა. ჩვენ ბუნება ლამაზი გვაქვს, მაგრამ მას გალამაზება კიდევ სჭირდება.
კანონი იმ ადამიანმა უნდა მიიღონ, ვისაც სპეციალიზაცია აქვს, არ შეიძლება ცნობადი კარგი ადამიანი კარგი კანონშემოქმედი იყო. კარგი კანონის დაწერას შესაძლოა ცუდი ადამიანი სჭირდებოდეს.
პოლიტიკაში ის ბავშვები გვჭირდება, ვინც დაბადებისდღე მაკდონალდსში გადაიხადეს", - ამბობს ჭყონია.