ხელისუფლება 2016 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზს ჩამორჩება. საქსტატის ინფორმაციით, მთლიანი შიდა პროდუქტის წლიურმა რეალურმა ზრდამ 2016 წლის წინასწარი შეფასებით 2,2 პროცენტი შეადგინა.
2016 წლის ბიუჯეტის დაგეგმვისას მთავრობის მიერ მშპ-ის ზრდის პროგნოზი 3%-ით განისაზღვრა.
გასული წლის ბოლო თვეში, დეკემბერში განხორციელებული ცვლილებებით კი მთავრობამ მშპ-ს რეალური ზრდის პროგნოზი 2016 წლისთვის, 2,7%-მდე შეამცირა.
საქსტატის მიერ დღეს გამოქვეყნებული შედეგები წინასწარია და დაზუსტებულ მონაცემებს უწყება მოგვიანებით გამოაქვეყნებს.