Home
Category
TV Live Menu
Loading data...

ხელმძღვანელის გარეშე დარჩენილი ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია

BM.GE
12.01.21 11:51
578
რისთვის უნდა ემზადებოდეს საქართველო ტურზმის აღდგენის პროცესში?! კერძო სექტორის მოსაზრებების გათვალისწინებით, მკაფიოდ იკვეთება 2 საკითხი, რომლებზეც დაუყონებლივ არის სამუშაო, აღდგენის პროცესის დროული დაწყების მიზნით. აქ არ ვსაუბრობ საგადასახადო და ფინანსურ ინსტიტუტიციებთან არსებულ ვალდებულებების შემსუბუქების აუცილებლად გასატარებელ ღონისძიებებზე, რომელიც აღდგენას ხელს არ უწყობს, მაგრამ ეხმარება ინდუსტრიას სიცოცხლისუნარიანობის შენარჩუნებაში. ორ საკითხში იგულისხმება - შიდა ტურიზმის სტიმულირება და საერთაშორისო მოგზაურობის უნიფიცირებულ მიდგომასთან ინტეგრირება. აუცილებელია კერძო სექტორმა და ქართველმა ტურისტმა მალევე იცოდეს თუ როგორ მიიღოს სარგებელი შიდა ტურიზმისგან. ამისათვის კი საჭიროა ვიცოდეთ სახელმწიფოს კონკრეტული მონახაზი, რაც როგორც ბიზნესების, ასევე კერძო მოგზაურის მომავალ გეგემებს გარკვეულ კონტურებს შესძენს. და ამ ყველაფრის სისრულეში მოსაყვანად გვჭირდება კონკრეტული გეგმა და ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, რომელიც დღეს არ გვყავს და არც კონკურსი გამოცხადებულა ვაკანტურ თანამდებობაზე. როგორ უნდა დაიწყოს საქართველოში ტურიზმის ინსუსტრიამ გამოცოცხლება და როგორი ნაბიჯები უნდა გადადგას ადმინისტრაციამ სწრაფად აღდგენის მიზნით?

სტუმრები: მაია სიდამონიძე - “პროთრეველ ჯორჯია”, მმართველი პარტნიორი.
გიორგი სიგუა - ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ყოფილი ხელმძღვანელი; მუსიკალური ფესტივალი Gem fest-ის დამფუძნებელი

Subscribe to our news

Get the main news of the day