ბოლო პერიოდში ხელოვნური ინტელექტი თავისი განვითარების მასშტაბებით საზოგადოების ყურადღებას ცენტრში ექცევა. ბრიტანელმა ფიზიკოსმა სტეფან ჰოკინგმა განაცხადა, რომ ხელოვნური ინტელექტის სწრაფი განვითარება კაცობრიობას საფრთხეს შეუქმნის, - ამის შესახებ ინფორმაციას Daily Mail-ი ავრცელებს.
ფიზიკოსმა მხარი აუბა ბოლოდროინდელ ტენდენციას და ილონ მასკის მსგავსად, საზოგადოებას მოუწოდა, რომ ხელოვნურ ინტელექტთან ხუმრობა არ შეიძლება.
ილონ მასკის განცხადებას, რომ ხელოვნური ინტელექტი შესაძლოა მესამე მსოფლიო ომის დაწყების მიზეზი გახდეს, facebook-ის დამფუძნებელი მარკ ცუკერბერგი და სხა მეცნიერები უარყოფითად გამოეხმაურნენ, თუმცა მასკმა მოახერხა და იმ კომისიის სათავეში ჩადგა, რომელიც ხელოვნური ინტელექტის რეგულირებისთვის იმუშავებს.
ინგლისელი მეცნიერი ჰოკინგი მიიჩნევს, რომ ხელოვნური ინტელექტის განვითარებაში საფრთხე უფრო ადამიანთან კონკურენციაში იქმნება. მისი აზრით, ხელოვნური ინტელექტი იქამდე იმუშავებს, სანამ არ ჩათვლის რომ ადამიანზე ძლიერია და დამოუკიდებლად არსებობა შეუძლია. მისივე განმარტებით, ხელოვნური ინტელექტი ადამიანთა რასის გადაშენებას შეუწყობს ხელს.
"ვშიშობ, ხელოვნურ ინტელექტი მთლიანად შეცვლის კაცობრიობას. თუ კი ადამიანები ახლა კომპიუტერულ ვირუსების განვითარებას ახერხებენ, მაშინ მომავალში ვიღაც ისეთ ხელოვნურ ინტელექტს შექმნის, რომელიც საკუთარ თავს თვითონ გამოსწორებს და ეს ცხოვრების ახალი ფორმა იქნება", - აცხადებს ჰოკინგი.