2015 წელს, ბავშვთა და ახალგაზრდობის ფონდის მხარდაჭერით პანკისში სოციალური საწარმო გაიხსნა. პროექტს ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაცია "კახეთის სამოქალაქო ლიგა“ ახორციელებს.
პანკისის ხეობაში ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ პანკისელი ქალების მხოლოდ 10 პროცენტს აქვს მუდმივი სამუშაო, ესენი გახლავთ ძირითადად, მასწავლებლები და საბავშვო ბაღის აღმზრდელები, დანარჩენი ნაწილი კი - ოჯახური საქმიანობით არის დაკავებული.
პროექტის მთავარი მიზანი გარდა სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებისა, ხეობაში მხცოვრებლების საზოგადოებრივ აქტივობებში ჩართვაა. როგორც საწარმოს დამფუძნებელმა მელსი ბაღაკაშვილმა "ბიზნესკონტაქტს“ განუცხადა, პროექტის ფარგლებში შეიძინეს სამკერვალოსთვის საჭირო ინვენტარი და საწარმოში მუშაობის მსურველებს ჩაუტარდათ ტრენინგები. ამ ეტაპზე საწარმოში 3 დასაქმებულია, რომლებიც ადგილობრივი მოსახლეობისთვის ეროვნულ სამოსს კერავენ.
"უმეტესად ვკერვთ ტრადიციულ სამოსს და ამ ეტაპზე გასაღების ბაზარი მხოლოდ პანკისშია. ადგილობრივებს სამოსი ძირითადად ირანიდან ან თურქეთიდან შემოჰქონდათ, ჩვენი მიზანი კი არის რომ მათთვის ალტერნატივა შევქმნათ, ისე რომ შენარჩუნდეს ეროვნული ხაზი და სტილი.
ამ ეტაპზე საკუთარ თავს ჩვენი ვინახავთ, - ჯერ დამწყებები ვართ, ამიტომ ვაგრძელებთ სასწავლო კურსებს რომელიც ივლისიდან დაიწყება. თანდათან გაძლიერება და ძლიერ ხაზად ჩამოყალიბება გვსურს. გვსურს ისეთი ტიპის ტრადიციული პროდუქტი შევქმნათ, რომ პანკისს გარეთ მომხმარებელიც დავაინტერესოთ", - ამბობს მელსი ბაღაკაშვილი. მისივე თქმით, პროექტის მიმართ დაინტერესება საკმაოდ დიდი იყო, გამომდინარე იქიდან რომ ის ბენეფიციარებს გარდა პროფესიის დაუფლებისა შემოსავლის წყაროს გაჩენის საშუალებასაც აძლევდა. მელსი ბაღაკაშვილი ამბობს, რომ დღეს პანკისის ხეობაში რამდენიმე მთავარი პრობლემა დგას: ინფორმაციის ნაკლებობა, იზოლაცია და პესიმისტური დამოკიდებულება მოსახლეობაში.
"ადგილობრივებს აქამდე მსგავსი შესაძებლობები არ ჰქონიათ. არის იზოლირების განცდა, ხეობა გეოგრაფიულად და ეთნიკურადაც იზოლირებულია. მსგავსი პროექტები წარსულში არ ხორციელდებოდა და ბევრს არც სჯერა რომ რაღაც შესაძლოა გამოვიდეს. თავიდან ჩემს იდეასაც პესიმისტურად უყურებდნენ. ხეობაში რამდენიმე არასამთავრობო მიკრო და მცირე გრანტების პროგრამის მიმართულებით მუშაობს და რამდენიმე ადგილობრივი დღეს ამ პროგრამის ფინანისტია.
ერთია რომ სახელმწიფო პროგრამას ცხადებს და არის შესაძლებლობა დაფინანსების და მეორეა, რომ ეს ყველაფერი ადგილობრივებმა გაიგონ. დამოუკიდებლად საკმაოდ ძნელია ამის გაკეთება. ასევე უნარებია პრობლემა, რადგან გამოცდილება არაა.
სახელმწიფოს პრგორამაში გამარჯვება არაა მარტივი. შესაძლოა პოტენციალი ხეობაში არის, მაგრამ მათ არ იციან ეს ყველაფერი როგორ უნდა გააკეთონ. ალბათ მუშაობა ამ მიმართულებით არის საჭირო“, - ამბობს მელსი ბარაკაშვილი და აღნიშნავს, რომ სოციალური ან სხვა/ნებისმიერი ტიპის მეწარმეობის განვითარება რეგიონში სტაბილურობას შეუწყობს ხელს.
სახელმწიფოს პრგორამაში გამარჯვება არაა მარტივი. შესაძლოა პოტენციალი ხეობაში არის, მაგრამ მათ არ იციან ეს ყველაფერი როგორ უნდა გააკეთონ. ალბათ მუშაობა ამ მიმართულებით არის საჭირო“, - ამბობს მელსი ბარაკაშვილი და აღნიშნავს, რომ სოციალური ან სხვა/ნებისმიერი ტიპის მეწარმეობის განვითარება რეგიონში სტაბილურობას შეუწყობს ხელს.
"მსგავსი ტიპის საქმიანობა ხელს შეუწყობს ჩვეულებრივ მოსახლეს, რომ დასაქმდეს და პერსპექტივა გაუჩნდეს, ასევე ჩართული იყოს სახელმწიფოს სოციალურ პროცესებში. როდესაც დოვლათს შექმნის უკვე ინტერესი გაჩნდება რომ მის გარშემო იყოს სტაბილური მდგომარეობა, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტი ამისთვის ადგილობრივების დახმარებაა რომ მეწარმეობის და დასაქმების საშუალება გაჩნდეს".