Home
Category
TV Live Menu

ხეხილის ბაღების გაშენების პროექტით მთავრობა უახლოეს წლებში 50 მილიონის შემოსავლის მიღებას ვარაუდობს

5768f1452018c
BM.GE
21.06.16 11:42
1072
სოფლის მეურნეობის სამინისტრომ ერთიანი აგროპროექტი წარადგინა. პრეზენტაციის დაწყებისას სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ დანელიამ იმ პროექტზებზე ისაუბრა, რომლებიც ბოლო წლების განმავლობაში დარგში გატარდა. მინისტრის თქმით, აგროდაზღვევის პროექტის ფარგლებში 14 მილიონი ლარის კომპენსაცია გაიცა. ასევე დანელიას განცხადებით, ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული პროექტია „დანერგე მომავალი“, რომლის ფარგელბშიც მინისტრის თქმით, რამდენიმე წელში საქართველო 50 ლარის შემოსავალს მიიღებს.

"ჩვენ უკვე ზუსტად ვიცით რა მოლოდინი ჩნდება სოფლის განვითარების კუთხით, ამ სამი წლის მანძილზე ჩვენ მივიღეთ საუკეთესო პრაქტიკა. ჩვენ შევჩერდოთ ერთიან პრინციპზე, ერთიან აგროპროექტზე, ეს არის ფრონტ ოფისი. ეს გახლავთ სწორი კომუნიკაცია, რაც საკმაოდ მნიშვნელოვანია“, - განაცხადა მინისტრმა.

Subscribe to our news

Get the main news of the day