Home
Category
TV Live Menu

ხიდისთავი-ატენი-ბოშურის გზის რეაბილიტაცია იწყება

5813323570502
BM.GE
28.10.16 15:07
1241
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფარტსრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა, გორის მუნიციპალიტეტში, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ხიდისთავი-ატენი-ბოშურის გზის 10 კილომეტრიანი მონაკვეთის (კმ. 12,4 -კმ. 22,5) რეაბილიტაციისთვის ტენდერი გამოაცხადა.

აღნიშნული მონაკვეთის პროექტირება-მშენებლობა, მსოფლიო ბანკის ფინანსური მხარდაჭერით, პარალელურ რეჟიმში განხორციელდება. სამუშაოების სავარაუდო ღირებულება 7,728,552.96 ლარია.

პროექტის განხორციელების პერიოდი 12 თვეა. სატენდერო წინადადებების წარმოდგენის ვადა 25 ნოემბერს იწურება.

Subscribe to our news

Get the main news of the day