Home
Category
TV Live Menu

ხონის მუნიციპალიტეტში კაკლოვანი კულტურების გადამამუშავებელი საწარმო შექმნება

591c574b62e43
სალომე მეცხვარიშვილი
17.05.17 17:58
926
ხონის მუნიციპალიტეტში კაკლოვანი კულტურების გადამამუშავებელი საწარმო შექმნება. საქართველოს მთავრობამ შპს „რენატუს ჯგუფს“ სოფელ ივანდიდში 10833 კვ. მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი 54 ათას ლარად მიჰყიდა.

მთავრობის განკარგულების მიხედვით, კომპანიას ასევე დაევალა მილიონი ლარის ინვესტიციის განხორციელება. ადგილზე არანაკლებ 30 ადამიანი უნდა დასაქმდეს.

საპრივატიზებო თანხის გადახდა შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან ერთი თვის ვადაში უნდა მოხდეს.

Subscribe to our news

Get the main news of the day