Home
Category
TV Live Menu

"ხშირად საუბრობენ, რომ საწვავის ფასის ზრდა არ გამოიწვევს სხვა ფასების ზრდას, რაც არასწორია"

5846945ac2e77
სალომე მეცხვარიშვილი
06.12.16 15:30
1015
ბიზნესმენი თემურ ჭყონია მთავრობის მიერ დაგეგმილ ცვლილებებს და სხვადასხვა პროდუქტზე აქიზის მატებას "ბიზნესკონტრაქტთან" აფასებს. როგროც ჭყონია აცხადებს, დღეს ხშირად საუბრობენ, რომ საწვავის ფასის ზრდა არ გამოიწვევს სხვა ფასების ზრდას, რაც არასწორია.

"შეფასება უნდა იყოს არა მლიქვნელური, არამედ სწორი. სწავავის ფასის ზრდა გამოიწვევს რაღაც პროდუქტების გაძვირებას, რა თქმა უნდა, ან ბიზნესის მოგების შემცირებას. ორივე შემთხვევაში სახელმწიფო ბიუჯეტი მოიგებს, მაგრამ მომხმარებელი დაზარალდება, ბიზნესი კი შემოსავალს დაკარგავს",- აცხადებს ჭყონია.

რაც შეეხება აქციზის ზრდას სიგარეტზე, ჭყონია ამბობს, რომ ეს მსოფლიო ტენდენციაა.

"საერთოდ მე ფისკალური ეფექტებით სახელმწიფო ბიუჯეტის შევსება არ მომწონს. მე უფრო მომწონს, როდესაც გადამხდელთა რაოდენობა იზრდება, ვითარდება ბიზნესი და არა ფისკალური ეფექტით",- აცხადებს თემურ ჭყონია.

Subscribe to our news

Get the main news of the day