ვმუშაობთ ხუდონჰესის პროექტის მოდიფიცირებაზე - ეს განცხადება პრემიერ მინისტრმა გუშინ გააკეთა. ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, ვინაიდან არსებული პროექტის მიხედვით, იქ გათვალისწინებული იყო სოფლის, საფლავების, ეკლესიის დატბორვა, მისი ცვლილება მოხდება, რაც დადგმულ სიმძლავრეს შეამცირებს, მაგრამ გამომუშავებას დაახლოებით იმავეს შეინარჩუნებს. ინფორმაციისთვის, პროექტის დადგმულ სიმძლავრე 702 მგვტ, ხოლო ელექტროენერგიის წლიური გამომუშავება 1,5 მლრდ კვტ/სთ უნდა ყოფილიყო თავდაპირველი ვერსიით. რა ფორმით შეიძლება მოხდეს პროექტის მოდიფიცირება, რა შემთხვევაში იქნება ხუდონჰესის მშენებლობა ენერგოსისტემისთვის და ქვეყნისთვის ღირებულების მომტანი?
სტუმარი: გია არაბიძე - ენერგეტიკოსი;