"ხუდონჰესის’’ ინვესტორთან პროექტის გამოსყიდვის თაობაზე სახელმწიფო მოლაპარაკებებს აწაროებს. ენერგეტიკის მინისტრი თვლის, რომ სახელმწიფო ამ პროექტს უკეთ განახორციელებს. მინისტრის მოადგილე, ილია ელოშვილი "საქმის კურსთან" აცხადებს, რომ "ტრანსელექტრიკასგან’’ პროექტის გამოსყიდვის პროცესი სავარაუდოდ 6 თვიდან 1 წლამდე პერიოდში დასრულდება. რაც შეეხება ინვესტორი კომპანიისთვის ასანაზღარებელ თანხას, ელოშვილის ინფორმაციით, საუბარია დაახლოებით 20 მილიონ დოლარზე, რა თანხაც პროექტზე "ტრანსელექტრიკამ" ამ დრომდე დახარჯა.
"ალბათ 6 თვიდან ერთ წლამდე პერიოდში სახელმწიფო საბოლოოდ ჩამოყალიბება როგორც ინვესტორთან მიმართებაში, ისე საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან. ამ პროექტის განხორციელების ახალი სტრუქტურა დალაგდება 6 თვიდან ერთ წლამდე პერიოდის განმავლობაში. რაც შეეხება ურთიერთობას ინვესტორთან, ჩვენ ვართ აუდიტის პირობების მოლაპარაკებების პროცესში. სავარაუდოდ 20 მილიონ დოლარამდეა დახარჯული, თუმცა ამას სჭირდება გადამოწმება ჩვენი მხრიდან და დამოუკიდებელი აუდიტის მხრიდან", - აცხადებს ილია ელოშვილი.
შეგახსენებთ, კომპანია "ტრანსელექტიკას" ტექნიკურმა დირექტორმა დავით მირცხულავამ „საქმის კურსთან“ რანდენიმე თვის წინ განაცხადა, რომ ინვესტორმა პროექტზე 30 მილიონი დოლარის ინვესტიცია განახორციელა.