Home
Category
TV Live Menu

ხულოს საბაგიროს სარემონტო სამუშაოებისთვის 65 205 ლარი დაიხარჯა

5933cab731928
BM.GE
04.06.17 13:00
924
ხულოს საბაგიროს სარემონტო სამუშაოებისთვის 65 205 ლარი დაიხარჯა. ხულოს მუნიციპალიტეტის ინფორმაციით, გასულ წელს გამოცხადებულ ტენდერში შპს „საქსპეცტრანსმა“ გაიმარჯვა.

„ხულო-თაგოს ბაგირგზის მექანიზმების რეაბილიტაციის პროექტის ფარგლებში განხორციელდა ამძრავი ძირითადი და დამხმარე რედუქტორებისა და გადამცემი ქუროების რემონტი.

აგრეთვე, სადგურის მზიდი ბაგირისამონაგის, სამგზავრო ვაგონის ურიკისა და გამწევი  ბაგირის კონტრტვირთის ყუთის რემონტი“, - განმარტავენ მუნიციპალიტეტში.

ხულოს საბაგირო თავისი სიგრძით და სიმაღლით ევროპაში მეორე ადგილზეა და სოფელი თაგო გარესამყაროს სწორედ ამ საბაგიროთი უკავშირდება.

ფოტო: Gobatumi.com

Subscribe to our news

Get the main news of the day