Home
Category
TV Live Menu

"ხუთ სამინისტროს 25 საჯარო მოხელის სამსახურში აღდგენა დაევალა"

5a324b331e469
BM.GE
14.12.17 13:54
820
"სასამართლო გადაწყვეტილების საფუძველზე, ხუთ სამინისტროს (შინაგან საქმეთა სამინისტროს, თავდაცვის სამინისტროს, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს) დაევალა უკანონოდ გათავისუფლებული 25 საჯარო მოხელის სამსახურში აღდგენა, ხოლო 4 თვითმმართველ ქალაქს (ქუთაისის მერია - 8, თბილისის მერია - 6, თბილისის საკრებულო - 5, ფოთის მერია - 5, რუსთავის მერია - 1) დაევალა ასევე 25 საჯარო მოხელის აღდგენა“, - საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის კვლევის მიხედვით, რომელიც მოიცავს 2012 წლის 1 იანვრიდან 2017 წლის 1 ნოემბრის ჩათვლით პერიოდს, საჯარო მოსამსახურეების მიერ სამინისტროებისა და თვითმმართველი ქალაქების წინააღმდეგ სულ შეტანილი იყო 382 სარჩელი (სამინისტროები - 321, თვითმმართველი ქალაქები - 61), რომელთაგან 368 სარჩელი წარადგინეს საჯარო მოხელეებმა (სამინისტრო - 319, თვითმმართველი ქალაქი - 49), ხოლო 14 სარჩელი - შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულმა პირებმა (სამინისტრო - 2, თვითმმართველი ქალაქები - 12).

კვლევის პერიოდში 153 საქმეზე დასრულდა წარმოება და კანონიერ ძალაში შევიდა სასამართლოს გადაწყვეტილება, ხოლო 166 საქმის განხილვა კვლავ მიმდინარეობს სასამართლოს სხვადასხვა ინსტანციაში. კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებებიდან, სასამართლომ სრულად ან ნაწილობრივ დააკმაყოფილა 83 სარჩელი; არ დააკმაყოფილა 61 სარჩელი; საქმე მორიგებით დასრულდა 4 შემთხვევაში; წარმოება შეწყდა 40 შემთხვევაში; ხოლო მოსარჩელის მიერ სარჩელის გამოხმობის გამო, განუხილველი დარჩა 19 საქმე;

ამასთან, სასამართლოს გადაწყვეტილებით, სამინისტროებმა და თვითმმართველმა ქალაქებმა სულ ჯამში განაცდურის სახით გადაიხადეს 652 269 ლარი. სამინისტროებმა 27 საჯარო მოხელეს აუნაზღაურეს განაცდური - სულ 373 038 ლარის ოდენობით. თვითმმართველი ქალაქების მიერ საჯარო მოსამსახურეებისათვის გადახდილი განაცდურის ოდენობაა 279 231 ლარი.

კვლევის საფუძველზე, საია წარადგენს შემდეგ რეკომენდაციებს:

- საჯარო დაწესებულებებმა უზრუნველყონ საჯარო მოსამსახურის სამსახურიდან გათავისუფლების თაობაზე კანონიერი და დასაბუთებული გადაწყვეტილებების მიღება, რათა შემცირდეს სასამართლოს მიერ გაუქმებული გადაწყვეტილებების ოდენობა და საჯარო დაწესებულებისათვის დამდგარი უარყოფითი შედეგები;

- საჯარო დაწესებულებებმა, სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების თანახმად, უზრუნველყონ უკანონოდ გათავისუფლებული ყველა საჯარო მოსამსახურის სამსახურში აღდგენა იმავე ან ტოლფას თანამდებობაზე;

- სასამართლოს მიერ საქმის დამატებითი განხილვისა და ახალი აქტის გამოცემის დავალებისას, საჯარო დაწესებულებამ სათანადოდ გამოიკვლიოს საქმის დაბრუნების მიზეზები და, ახალი გარემოებების აღმოჩენის შემთხვევაში, შეცვალოს თავდაპირველი გადაწყვეტილება საჯარო მოსამსახურის სასარგებლოდ;

- საჯარო დაწესებულებებმა შეცვალონ სასამართლო გადაწყვეტილების სამივე ინსტანციაში გასაჩივრების პოლიტიკა და თავი შეიკავონ სასამართლოს პირველი ინსტანციის გადაწყვეტილების გასაჩივრებისაგან, თუ გადაწყვეტილება სათანადოდ დასაბუთებულია, რათა შეამცირონ საქმის განხილვის პერიოდი და საჯარო მოსამსახურისათვის განაცდურის სახით გადასახდელი თანხის ოდენობა.

Subscribe to our news

Get the main news of the day