Home
Category
TV Live Menu

Yandex-ის ქართული წარმომადგენლობისთვის Uber-ისა და Yandex-ის საერთო კომპანიის შესახებ ცნობილი არ არის

596752ffaf7dc
სალომე მეცხვარიშვილი
13.07.17 15:13
882
Yandex-ის ქართული წარმომადგენლობისთვის Uber-ისა და Yandex-ის საერთო კომპანიის შესახებ ცნობილი არ არის. ამის შესახებ „საქმის კურსს“ Yandex-ის ქართველმა წარმომადგენელმა თემურ ხმელიძემ განუცხადა.

მისი თქმით, მისთვის უცნობია, როდიდან გამოჩნდება ორი უდიდესი კომპანიის თანამშრომლობით შექმნილი კომპანია საქართველოში. საერთო პრეს-რელიზის მიხედვით, მგზავრებს დამოუკიდებლად შეეძლებათ როგორც Yandex-ის, ასევე Uber-ის ტაქსის გამოძახება, თუმცა მძღოლები საერთო პლატფორმაზე გაერთიანდებიან.

შეგახსენებთ, Yandex და Uber რეგიონის ქვეყნებსა და საქართველოში ერთობლივ კომპანიას ქმნიან.

Subscribe to our news

Get the main news of the day