Home
Category
TV Live Menu

ყატარი დიდ ბრიტანეთში 5 მილიარდი ფუნტის სტერლინგის ინვესტიციების განხორციელებას გეგმავს

58da72c55e85d
BM.GE
28.03.17 18:22
1108
ყატარი დიდ ბრიტანეთში 5 მილიარდი ფუნტის სტერლინგის ინვესტიციების განხორციელებას გეგმავს. გაერთიანებული სამეფოს ერთერთი ყველაზე მსხვილი ინვესტორი მოცემული თანხის დაბანდებას ტრანსპორტის, უძრავი ქონებისა და ციფრული ტექნოლოგიების განვითარებაში აპირებს. აღსანიშნავია რომ ახლო აღმოსავლეთის ქვეყანამ გარკვეული პერიოდის განმავლობაში დიდ ბრიტანეთში უკვე განახორციელა 40 მილიარდი ფუნტი სტერლინგის ოდენობის ინვესტიციები - კერძოდ მათ ეკუთვნით სავაჭრო ცენტრი Harrods და ლონდონში განთავსებული ერთერთი ყველაზე მაღალი ცათამბრჯენის 95 პროცენტიანი წილი. ყატარის საკუთრებაში ასევე ბუნებრივი აირის კომპანია და ოლიმპიური სოფელია ლონდონში.

Subscribe to our news

Get the main news of the day