Home
Category
TV Live Menu

ყავა "ჩერი" აზერბაიჯანში გავიდა, ყაზახეთში ექსპორტი კი მიმდინარე თვეში დაიწყება

58e787f475be2
სალომე მეცხვარიშვილი
07.04.17 16:35
965
ყავის მწარმოებელმა ქართულმა კომპანია "ჩერიმ" პროდუქცია აზერბაიჯანში გაიტანა. ყავის ორი პარტია მეზობელ ქვეყანაში უკვე გავიდა.

როგორც კომპანიის ხელმძღვანელი ირაკლი ლომთათიძე "საქმის კურსთან" აცხადებს, მიმდინარე თვეში იგეგმება პროდუქციის გატანა ყაზახეთშიც. ამ ეტაპზე მოლაპარაკაბები მიმდინარეობს რუსეთში ყავის ექსპორტთან დაკავშირებითაც.

ბიზნესმენი ამბობს, რომ ყაზახეთში "ჩერის" გატანა სავსებით რეალისტურია, რამდენადაც ადგილზე ყავის წარმოება განვითარებული არ არის.

რაც შეეხება აზერბაიჯანს, "ჩერის" მწარმოებელს უჭირს თქმა, იქნება თუ არა დაკვეთები კიდევ მეზობელი სახელმწიფოდან.

Subscribe to our news

Get the main news of the day