Home
Category
TV Live Menu

ყავის ბაზრის მონიტორინგის ფარგლებში გამოკვლეული ნიმუშებიდან, სეს-მა 3 წელში მხოლოდ 1 დარღვევა გამოავლინა

58063f9d688ab
BM.GE
18.10.16 19:26
1001
მიმდინარე წლის 9 თვეში სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ბაზარზე ყავის 9 ნიმუში გამოიკვლია, საიდანაც დარღვევა არ გამოვლენილა. უწყების ცნობით, 2015 წელს 19 ნიმუშის გამოკვლევა მოხდა, დარღვევა კი ერთ შემთხვევაში გამოვლინდა. 2014 წლისთვის კი სეს-ის მიერ 12 ნიმუში იქნა გამოკვლეული, საიდანაც დარღვევა არცერთ შემთხვევაში გამოვლენილა.
 
რამდენად მოწმდება საქართველოში ყავის პროდუქცია, - თემით "ბიზნესკონტრაქტი" მას შემდეგ დაინტერესდა, რაც კონკურენციის სააგენტომ სურსათის ეროვნულ სააგენტოს პროდუქციაზე კონტროლის გამკაცრება სთხოვა.

სურსათის ეროვნულ სააგენტოში "ბიზნესკონტრაქტს" განუმარტეს, რომ პროდუქციის შემოწმება სისტემატურად, ყოველწლიურად მიმდინარეობს. მათ შორის, 2016 წელს 5 დოკუმენტური შემოწმება განხორციელდა. ასევე ჩატარდა ერთი ინსპექტირება. 1 ბიზნესოპერატორი ეტიკეტირების წესების დარღვევის გამო 400,0 ლარით დაჯარიმდა.

Subscribe to our news

Get the main news of the day