Forbes Georgia-სა და Forbes Kazakhstan-ის ორგანიზებით თბილისში გამართულ ყაზახეთ-საქართველოს ბიზნესფორუმს მასში მონაწილე ბიზნესსექტორის წარმომადგენლების მხრიდან დადებითი შეფასებები მოჰყვა. როგორც ბიზნესმენები აცხადებენ, ეს იყო საკმაოდ მაღალ დონეზე ორგანიზებული და საინტერესო ფორუმი, რომელსაც თან ახლდა კონკრეტული შედეგები.
"პირადი ურთიერთობების ხარჯზე ძალიან ხშირად ხდება ინვესტიციების შემოდინება და კეთილი ნების გამოხატვა სხვადსხვა პროექტებისადმი. დღევანდელი ფორუმი კარგი საფუძველი იქნება ბევრი ადამიანის პარტნიორული ურთიერთობების ჩამოყალიბების. Forbes-ის მიერ საქართველოში ჩამოყვანილ ყველაზე გავლენიან და მდიდარ ყაზახ ინვესტორებთან ქართულ ბიზნესებს საშუალება მიეცათ არა მიმოწერის საშუალებით, არამედ პირადად წარედგინათ თავიანთი წინადადებები. მე წარმოვადგენ ლიკანში მდებარე რიქსოსის სასტუმროს. ეს პროექტი კარგი მაგალითია საქართველო-ყაზახეთის ურთიერთობების. ამ პროექტში 50%-იან წილს ყაზახური "ყაზმუნაი გაზი’ ფლობს. ეს სასტუმრო მუშაობს და საკმაოდ წარმატებული ბიზნესია. მჯერა, რომ ამ ფორუმის შემდეგ რამდენიმე წარმატებული პროექტი დაიწყება საქართველოში’’- აცხადებს შალვა ალავერდაშვილი.
საინვესტიციო ფორუმი Forbes Georgia-სა და Forbes Kazakhstan-ის ორგანიზებით, ასევე ეკონომიკის სამინისტროსა და თბილისის მერიის თანაორგანიზებით ჩატარდა. ფორუმს მოდერაციას უწევდა Forbes Georgia-ს მთავარი რედაქტორი და მმართველი პარტნიორი გიორგი ისაკაძე.
ყაზახეთის 40-კაციანი დელეგაციის შემადგენლობაში იყვნენ მსხვილი ყაზახური კომპანიების მფლობელები. ფორუმის ერთ-ერთი მოდერატორი იყო Forbes Georgia-ს აქციონერი და Forbes Kazakhstan-ის გამომცემელი არმანჟან ბაიტასოვი, რომელიც "ყაზახეთის 50 ყველაზე გავლენიანი ბიზნესმენის" რეიტინგში ერთ-ერთ საპატიო ადგილს იკავებს.