Home
Category
TV Live Menu

ყაზახეთი 2019 წლიდან ნავთობის იმპორტზე უარის თქმას აპირებს

58b6e80153ff7
BM.GE
01.03.17 19:25
1051
ყაზახეთის ენერგეტიკის მინისტრი კანატ ბაზუმბაევმა განაცხადა, რომ 2019 წლის შემდეგ ქვეყანა თავის თავს ნავთობპროდუქტებით თვითონ უზრუნველყოფს.

ადგილობრივი მედიის ცნობით, მინისტრი აცხადებს, რომ მას შემდეგ რაც ქვეყანაშ სამი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა იქნება განახლებული, ნავთობის გადამუშავების მოცულობა 2019 წლიდან 14,5 მილიონიდან 17,5 მილიონ ტონამდე გაიზრდება.

"გაიზრდება ნავთობპროდუქტების წარმოება: ბენზინი, დიზელის საწვავი, ავიასაწვავი. მოდერნიზებული ქარხნების ექსპლუატაციაში გაშვების შემდეგ, ჩვენ ველოდებით, რომ ქვეყნის შიდა მოთხოვნებს ადგილობრივი ნავთობპროდუქტები სრულიად დააკმაყოფილებს", - აღნიშნა ბოზუმბაევმა.

მან ასევე დასძინა, რომ ატირაუსკისა და პავლოდარის ქარხნები მოდერნიზაციას მიმდინარე წელს დაასრულებენ, ხოლო შიმკენტსკის ქარხანა - 2018 წელს.

ყაზახეთის ენერგეტიკის მინისტრის, კანატ ბოზუმბაევის განცხადებით, 2016 წელს წარმოების საერთო მოცულობამ 78 მილიონ ტონას მიაღწია, რაც დაგეგმილ 75.5 მილიონ ტონაზე მეტია. აღნიშნული რაოდენობის ნავთობის დაახლოებით 62 მილიონი ტონა ექსპორტზე, ხოლო 40 მილიონი ტონა შავი ზღვის რეგიონში წავიდა.

Subscribe to our news

Get the main news of the day