Home
Category
TV Live Menu

ყაზახური ავიაკომპანია SCAT Airlines ფრენის სიხშირეს ზრდის

58ca3ed947787
BM.GE
16.03.17 11:28
1012
2017 წლის ზაფხულის სანავიგაციო სეზონის განმავლობაში SCAT Airlines აქტაუ-თბილისი-აქტაუს მიმართულებით ფრენებს გაზრდილი სიხშირით შეასრულებს. ინფორმაციას სამოქალაქო ავიაციის სააგენტო ავრცელებს.

მათი ცნობით, 26 მარტიდან, ავიაკომპანია ოპერირებას განახორციელებს კვირაში 5 სიხშირით, ნაცვლად 3 სიხშირისა. ფრენები Boeing B737 და CRJ200 ტიპის საჰაერო ხომალდებით განხორციელდება.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ, ავიაკომპანიას გაზრდილი სიხშირით რეგულარული ფრენების შესრულებისათვის აუცილებელი ნებართვა 15 მარტს მიენიჭა.

“SCAT Airlines” საქართველოს საავიაციო ბაზარზე რეგულარულ საჰაერო მიმოსვლას 2006 წლიდან ახორციელებს.

Subscribe to our news

Get the main news of the day