ყაზახურმა ავიაკომპანიამ SCAT საქართველო ყველაზე პოპულარულ მიმართულებად დაასახელა. ამ მიმართულებით ფრენის დაწყებიდან რამდენიმე თვეში აქტაუ-ბათუმის რეისებმა ზაფხულის სეზონზე ზრდის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი - 85% აჩვენა,- ინფორმაციას ყაზახური საიტი capital.kz ავრცელებს.
როგორც გამოცემა აღნიშნავს, აქტაუ-თბილისის მიმართულებით რეისები 18 წელია სრულდება, თუმცა, ბოლო 10 თვის განმავლობაში მგზავრთნაკადი 12%-ით არის გაზრდილი წინა წლის შესაბამის მაჩევენებელთან შედარებით.
ავიაკომპანა პროგნოზირებს, რომ 2016 წლისთვის მთლიანობაში საქართველოში 25 ათას მგზავრს გადაიყვანს.
კომპანიამ ბათუმის მიმართულებით ფრენა მიმდინარე წლიე ივნისიდან დაიწყო.