Home
Category
TV Live Menu

ყაზბეგის მუნიციპალიტეტში ახალი ხიდი შენდება

57dfe9a255c57
BM.GE
19.09.16 17:34
1073
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის 125-ე კმ-ზე მდ. ჩხერეზე, ახალი სახიდე გადასასვლელის სამშენებლო სამუშაოებს ახორციელებს.

მიმდინარე სამუშაოებს, საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე გიორგი სეთურიძე ადგილზე გაეცნო.

ყაზბეგის მუნიციპალიტეტში, მდ. ჩხერეზე არსებული ხიდი, მდინარის ღვარცოფული გამონატანებისგან დაზიანებული იყო და საჭირო გახდა ახალი, ალტერნატიული ხიდის მშენებლობა.

პროექტით გათვალსიწინებულია: ახალი 3 მალიანი, 75 მეტრის სიგრძის სახიდე გადასასვლელის მშენებლობა; ხიდის სავალი ნაწილის, ახალი წყალგამტარი მილების, სადრენაჟე არხებისა და საგზაო ნიშნების მოწყობა. განხორციელდება ასევე, ხიდის სავალი ნაწილის ჰორიზონტალური მონიშვნის სამუშაოები.
პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება და მისი ღირებულება 3 680 000 ლარს შეადგენს. სამუშაოები მიმდინარე წლის ბოლოს დასრულდება.

Subscribe to our news

Get the main news of the day