Home
Category
TV Live Menu

"ყაზტრანსგაზ-თბილისი" ბუნებრივი გაზის ახალ ტარიფში ლარის გაუფასურების გათვალისწინებას ელოდება

58c15e538b6d5
დავით ჯალაღონია
09.03.17 18:00
1029
"ყაზტრანსგაზ-თბილისი" ბუნებრივი გაზის ახალ ტარიფში ლარის გაუფასურებისა და ინვესტიციების გათვალისწინებას ელოდება. როგორც კომპანიის სპეციალურმა მმართველმა მამუკა კობახიძემ დღეს სემეკის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, ათ წელზე მეტია, რაც ბუნებრივი გაზის სექტორში ტარიფები არ გადათვლილა, შესაბამისად აღნიშნული ფაქტორები ახალ ტარიფზე გავლენას მოახდენს.

„წლების განმავლობაში კომპანიამ მომხმარებლების გაზიფიცირების სრულყოფისთვის ინვესტიციები განახორციელა. არსებული რეალობიდან გამომდინარე, ასევე დამატებითი ინვესტიციებია ჩასადები, რადგან მიმდინარეობს როგორც ქსელის გაუმჯობესება, ასევე ახალი აბონენტების გაზიფიცირება. როგორც ინვესტიციები, ასევე გაზის ნასყიდობის ხელშეკრულებები გამფორმებულია დოლარში, შესაბამისად კურსი გარკვეულ ზეგავლენას ახდენს“, - განაცხადა კობახიძემ.

მისივე ინფორმაციით, "ყაზტრანსგაზ-თბილისი" წელს ქსელის რეაბილიტაციისთვის დაახლოებით 25 მილიონი ლარის დახარჯვას გეგმავს.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ "ყაზტრანსგაზ-თბილისისა" და საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიისთვის ტარიფების დადგენის მიზნით ადმინისტრაციული წარმოებები დაიწყო.

Subscribe to our news

Get the main news of the day