Home
Category
TV Live Menu

"ყაზტრანსგაზ-თბილისის" სპეციალური მმართველი: ყაზახების დაბრუნება განიხილება, მაგრამ ეს საკითხი ჩემს უფლებამოსილებას სცილდება

58b40622a6951
დავით ჯალაღონია
27.02.17 15:20
1007
"ყაზტრანსგაზ-თბილისის" სპეციალური მმართველის მამუკა კობახიძის ინფორმაციით, კომპანიაში ყაზახების დაბრუნება განიხილება, თუმცა, ეს საკითხი მის უფლებამოსილებას სცილდება.

"ყაზახების დაბრუნება განიხილება, მაგრამ ეს საკითხი ჩემს უფლებამოსილებას სცილდება. მე სასამართლოს ძალით დავინიშნე ვალების მომსახურების მიზნით და ჩემს ძირითად ფუნქციებს წარმოადგენს, როგორც ქალაქ თბილისის აბონენტების უწყვეტი გაზმომარაგება, ასევე ვალის ამოღება. ჩვენთვის პირველ რიგში მთავარია აბონენტებს უწყვეტად მიეწოდებოდეს გაზი და რაც შეეხება შემდეგს, ეს უკვე ჩასადებ ინვესტიციებზეა დამოკიდებული“,- აცხადებს ყაზტრანსგაზ-თბილისის სპეციალური მმართველი.

Subscribe to our news

Get the main news of the day