"ყაზტრანსგაზ-თბილისმა" სემეკს სატარიფო განაცხადით მიმართა. ამის შესახებ ჟურნალისტებს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიაში განუცხადეს.
"კანცელარიაში დარეგისტრირებულია „ყაზტრანსგაზ-თბილისის" სატარიფო განაცხადი. კომისიას სამდღიანი ვადა აქვს იმისათვის, გადახედოს წარმოდგენილ დოკუმენტაციას გადახედოს. თუ სრულყოფილად არის წარმოდგენილი, საჯარო სხდომა ჩაინიშნება, სადაც კომისიის წევრები საჯარო-ადმინისტრაციული წარმოების დაწყებაზე იმსჯელებენ", - განმარტა სემეკის პრეს-სპიკერმა ქეთი ბერიკაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ დღეს სემეკმა "სოკარ ჯორჯია გაზისა“ და სს "საქორგგაზის" მიწოდების, განაწილების, გატარებისა და მოხმარების ტარიფების დადგენის მიზნით ადმინისტრაციული წარმოებები დაიწყო. კომისიაში წინადადებების წარმოდგენის ვადად მიმდინარე წლის 31 მარტი განისაზღვრა, ხოლო გადაწყვეტილებების მიღების ბოლო ვადად - მიმდინარე წლის 20 ივლისი.