Home
Category
TV Live Menu

"ყაზტრანსგაზის საპრეტენზიო შეტყობინებასთან მიმართებაში ქართულ მხარეს საკმაოდ არგუმენტირებული პასუხები აქვს"

58ff1ce4d5065
დავით ჯალაღონია
25.04.17 14:00
749
"ყაზტრანსგაზის" საპრეტენზიო შეტყობინებასთან მიმართებაში ქართულ მხარეს საკმაოდ არგუმენტირებული პასუხები გააჩნია, - ამის შესახებ ენერგეტიკის მინისტრის მოადგილემ ირაკლი ხმალაძემ კომპანია “ყაზრტანსგაზის“ მხრიდან ენერგეტიკის სამინისტროში შესული საპრეტენზიო შეტყობინების შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

როგორ ირაკლი ხმალაძემ აღნიშნა, ყაზახური მხარის უწყებაში შესულია საპრეტენზიო შეტყობინება და მიმდინარეობს მოლაპარაკებები.

"ამ შემთხვევაშიც არსებობს რესურსი, იმისი ალტერნატივა და გზები, რომ მოხდეს საკითხის მოლაპარაკების გზით დასრულება და არ მოგვიწიოს არბიტრაჟში წასვლა, თუმცა "ყაზტრანსგაზთან“ მიმართებითაც თითოეულ მათ მიერ დაყენებულ საკითხს ჩვენი მხრიდან საკმაოდ არგუმენტირებული პასუხები გააჩნია და დავის შემთხვევაშიც კი არ ველოდებით ნეგატიურ შედეგებს“, - განაცხადა ხმალაძემ.

ირაკლი ხმალაძემ დეტალების გახმაურებისგან თავი შეიკავა.

"საკმაოდ მოცულობითი და კომპლექსური საპრეტენზიო კორესპონდენციაა შემოსული, ამიტომ ციფრებზე საუბარი გამიჭირდება, - აღნიშნა მან.
„ჩვენს ხელისუფლებას ყოველთვის ჰქონდა პოზიცია, რომ ყაზახური მხარე დაბრუნებულიყო „ყაზტრანსგაზის“ მმართველობაში, თუმცა ამ საკითხზე აქამდე ვერ მოხერხდა შეჯერება. ამ ეტაპზე პრეტენზიები ცოტა სხვა ფორმტაშია წარმოდგენილი. ჩვენ ამ თემებზე ვმუშაობათ“, - განაცხადა ხმალაძემ.

შეგახსენებთ, რომ სადავო თანხა 180 მილიონი დოლარია.

შეგახსენებთ, რომ 2006 წელს "ყაზტრანსგაზმა" თბილისის გაზგამანაწილებელი კომპანია "თბილგაზი" 12 მილიონ 500 ათას დოლარად შეიძინა.

2009 წლის მდგომარეობით კი “ყაზტრანსგაზ-თბილისს" 80 მილიონი ლარის დავალიანება დაუგროვდა, აქედან 68 მილიონი – საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის მიმართ. კომპანიის მიერ დაგროვილი ვალების ამოღების მიზნით, ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ 2009 წელს “ყაზტრანსგაზ-თბილისში" სპეციალური მმართველი დანიშნა.

Subscribe to our news

Get the main news of the day