ვიდეოსერვისმა YouTube, თავის მომხმარებელს მობილური მოწყობილობებიდან პირდაპირი ვიდეო ტრანსლაციის შესაძლებლობა მისცა, - აღნიშნულის შესახებ კომპანიის ოფიციალურ ბლოგში წერია.
ჯერჯერობით სიახლე მხოლოდ იმ ვიდეობლოგერებისთვის არის ხელმისაწვდომი, რომლებსაც 10 000-ზე მეტი ხელმომწერი ჰყავთ. როგორც კომპანიაში აღნიშნავენ, უახლოეს მომავალში ლაივ სტრიმინგი YouTube-ის ყველა მომხმარებლისთვის იმუშავებს.
მონეტიზაციის მომსახურება სერვისის Super Chat ხარჯზე მოხდება, რომელიც ტრანსლაციის მაყურებელს დამატებით ფასიანი მომსახურებით, კომენტარის უფრო მკაფიოდ გაკეთების საშუალებას მისცემს.