Home
Category
TV Live Menu

ყურძნის რეალიზაციის შედეგად მევენახეებმა 48,7 მლნ მილიონი ლარი მიიღეს

57e23e6b58a1d
BM.GE
21.09.16 11:59
1613
21 სექტემბრის 12.00 საათის მონაცემებით, კახეთის რეგიონში რთველის პროცესში გადამუშავდა 56 ათასი ტონა ყურძენი. ღვინის კომპანიებს ყურძენი 9 ათასზე მეტმა მევენახემ ჩააბარა, რომელთა შემოსავლებმა 48,7 მლნ ლარი შეადგინა. ინფორმაციას სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

მათ ცნობით, კახეთის რეგიონში ამ ეტაპისთვის გახსნილი ღვინის ქარხნები მაქსიმალური დატვირთვით მუშაობს - განვლილ დღე-ღამეში გადამუშავდა 6 136 ტონა. სულ გადამუშავებულია 28,2 ათასი ტონა რქაწითელი, 24 ათასი ტონა საფერავი, 2 ათასი ტონა კახური მწვანე, დანარჩენი კი სხვადასხვა ჯიშის ყურძენია.

გადამუშავებული ყურძნის რაოდენობით მუნიციპალიტეტების მიხედვით შემდეგი მდგომარეობაა: გურჯაანი - 20,1 ათასი ტონა, ყვარელი - 13,6 ათასი ტონა, თელავი - 12,3 ათასი ტონა, სიღნაღი - 6,3 ათასი ტონა, დედოფლისწყარო - 1,5 ათასი ტონა, ლაგოდეხი - 1080 ტონა, საგარეჯო - 622 ტონა და ახმეტა - 562 ტონა.

Subscribe to our news

Get the main news of the day