Home
Category
TV Live Menu

"ყველა ბანკისთვის, რომელსაც საქართველოში საბანკო ლიცენზიის მიღება სურს ბაზარი აბსოლუტურად გახსნილია"

592598618162a
BM.GE
24.05.17 18:26
911
„ყველა ბანკისთვის და ორგანიზაციისთვის, რომელსაც საქართველოში საბანკო ლიცენზიის მიღება სურთ ბაზარი აბსოლუტურად გახსნილია“, - განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ. მისი თქმით, მას შემდეგ რაც დაინტერესებული მხარე ეროვნულ ბანკთან წარადგენს ყველა შესაბამის დოკუმენტს, რომელიც ლიცენზიის მისაღებადაა საჭირო, ის ლიცენზიას მიიღებს.

„რამდენი ბანკი იქნება საქართველოში ამას დრო დაგვანახებს. ჩვენი მიზანია რომ საბანკო სექტორი იყოს მყარი“, - განაცხადა კობა გვენეტაძემ.

Subscribe to our news

Get the main news of the day