Home
Category
TV Live Menu

"ყველა ტურისტულ ლოკაციაზე კარგად მოწყობილი ავტოსადგურები და რეგულარული რეისები უნდა არსებობდეს"

57aed399dcc6c
BM.GE
13.08.16 12:00
1189
"ყველა ტურისტულ ლოკაციაზე კარგად მოწყობილი ავტოსადგურები და რეგულარული რეისები უნდა არსებობდეს“, - ამის შესახებ გადაცემაში „ბიზნესკონტრაქტი ტურიზმის ადმინისტრაციის ყოფილმა ხელმძღვანელმა მაია სიდამონიძემ განაცხადა. მისი თქმით, საქართველოში ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწესრიგების ნებას არ არის. სიდამონიძე განმარტავს, რომ ინფრასტრუქტურის დაზიანების შემთხვევაში მნიშვნელოვანია ფულადი სანქციების დაწესებაც.

"სატრანსპორტო ქსელი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წინაპირობაა შიდა ტურიზმის განვითარებისთვის და იმისათვის, რომ აქ ჩამოსულ ტურისტებს ელემენტარული კომფორტი ჰქონდეთ. სახელმწიფოსგან მნიშვნელოვანია, რომ აბსოლუტურად ყველა ტურისტულ ლოკაციაზე იყოს კარგად მოწყობილი ავტოსადგურები და რეგულარული რეისები არსებობდეს.

მნიშვნელოვანია საზოგადოებაში ცნობიერების ამაღლება. ინფრასტრუქტურის გაფუჭებაზე ფულადი სანქციების დაწესებაც მნიშვნელოვანია.


დღეს სახელმწიფო ჯერ კიდევ ვერ ხვდება ეს ინდუსტრია რამდენად კომპლექსურია და მხოლოდ და მხოლოდ ღონისძიებების და რეკლამების ჩატარება საჭირო და საკმარისი არ არის. ინდუსტრია რაც უფრო ვითარდება, მით უფრო მეტი ამოცანების წინაშე ვდგებით. დღეს ქვეყნის ყველა რეგიონში ქაოტური მდგომარეობაა მომსახურების და სხვა მიმართულებების მხრივ, თუმცა ამ პრობლემის მოგვარების გზა ძალიან მარტივია. თუნდაც დღეს ეკონომიკის სამინისტრომ ინტერესთა გამოხატვა რომ გამოაცხადოს და ავტოსადგომებისთვის მიწა დროებით მაინც იჯარით გადასცეს რომელიმე კერძო კომპანიას, დარწმუნებული ვარ, რომ ბევრი კერძო კომპანიისთვის ეს კარგი ბიზნესი იქნება და თვითონ კერძო სექტორი თავისუფლად მოაგვარებს ამ საკითხს“, - განაცხადა სიდამონიძემ.

Subscribe to our news

Get the main news of the day