Home
Category
TV Live Menu

ყველაზე დახურულ უწყებებად იუსტიციის სამინისტრო და შემოსავლების სამსახური დასახელდა

57eb6a8df41e1
დავით ჯალაღონია
28.09.16 10:58
1139
ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის ინფორმაციით, 2016 წელს ყველაზე ღია საჯარო დაწესებულებებს შორის საქართველოს პარლამენტი, გარემოსა და ბუნებრივირი რესურსების დაცვის სამინისტრო, სასჯელაღსრულების სამინისტრო, ინფრასტრუქტურის სამინისტრო, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო და საერთო ჯამში 55 საჯარო დაწესებულება მოხვდა.

რაც შეეხება ყველაზე დახურულ უწყებებს, IDFI-ის მონაცემებით, იუსტიციის სამინისტროს, ასევე მის დაქვემდებარებაში შემავალ სამსახურებს, შემოსავლების სამსახურს და 8 გამგეობას IDFI-ის მიერ გამოთხოვილ ინფორმაციაზე პასუხი არ გაუციათ.

აღნიშნული მონაცემები უწყებამ 2016 წლის განმავლობაში შეაჯამა. როგორც ორგანიზაციის ანგარიშშია ნათქვამი, საერთო ჯამში 2016 წელს, 294 დაწესებულებისთვის გგაგზავნილ 7430 მოთხოვნაზე სრულყოფილი პასუხი 4458 განაცხადზე იქნა გაცემული; უპასუხოდ კი 1139 განცხადება დარჩა.

როგორც IDFI-ის დირექტორმა გიორგი კბილაშვილმა აღნიშნა, ორგანიზაცია სტატისტიკას 2010 წლიდან აწარმოებს , რომელმაც აჩვენა რომ ძირითადად ინფომაციის ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება არჩევნების შემდგომ პერიოდში შეინიშნება, თუმცა პროგრესი ხანმოკლეა და მხოლოდ ახალი ხელიფულების მოღვაწეობის საწყის ეტაპზე გრძელდება.

Subscribe to our news

Get the main news of the day