Forbes საცხოვრებლად ყველაზე იაფი ქვეყნების სიას აქვეყნებს. სტატიაზე დაყრდნობით შეიძლება ითქვას, რომ მსოფლიო რუკაზე პორტუგალიის ქალაქი კარვოეირუ საუკეთესო ადგილია საცხოვრებლად, ამის მთავარი მიზეზი კი ქრონიკულად უნაკლო, მზიანი ამინდები, სანაპირო და ხელსაყრელი ფასებია. ჩამონათვალში მოხვდა კოლუმბიის ქალაქი მედელინიც. ამერიკულ დოლართან მიმართებით კოლუმბიური პესოს ამჟამინდელი კურსი საზღვარგარეთ მცხოვრებ ემიგრანტებს და უცხოელებს, საშუალებას აძლევს, დატკბნენ კოსმოპოლიტური ფუფუნებით ძალიან იაფად.
რეიტინგის შედგენისას, დათვლილია ბიუჯეტი, რომელიც წარმოადგენს საცხოვრებლად აუცილებელ ყოველთვიურ საბაზისო თანხას ერთი ადამიანისთვის, რომელიც ორსაძინებლიან ბინას ქირაობს. რა თქმა უნდა მომხმარებლებს შეუძლიათ კიდევ უფრო შეამცირონ თანხის ოდენობა, თუკი მცირე ზომის ბინას იქირავებენ. პროდუქტის, ტრანსპირტისა და გართობის ხარჯებიც ერთ ადამიანზეა დაანგარიშებული. ინტერნეტი და საკაბელო ტელევიზია ხშირ შემთხვევაში სატელეფონო ხარჯებში გადის, ხოლო გათბობის ან ელექტროობის გადასახადი ბინის ქირის საფასურში შედის.
მაგალითად ბარსელონაში ცხოვრების ჯამური თვიური ბიუჯეტი, რომელიც ერთ ადამიანზე ათას 393 ევროს შეადგენს, აქედან 900 ევრო ბინის ქირაზე მოდის. გართობა 153 ევრო ჯდება, სურსათი კი 200. რაც შეეხება კომუნალურ გადასახადებს 80 ევრო ბუნებრივ აირზე იხარჯება, წყლის გადასახადი კი საშუალოდ 20 ევროა. სიაში 230 ქალაქი მოხვდა, სადაც მოწინავე პოზიციებზე ვერ მოხვდა ლონდონი და ნიუ-იორკი.