Home
Category
TV Live Menu

"ყველაზე კომუნიკაბელური უწყება" - ჯილდო სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს გადაეცა

586620cd48914
BM.GE
29.12.16 18:52
1397
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს არასამთავრობო ორგანიზაციამ „ახალგაზრდა ადვოკატები“ ყოველწლიურ, შემაჯამებელ ღონისძიებაზე „ყველაზე კომუნიკაბელური უწყება“ ჯილდო გადასცა.

“არასამთავრობო ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატებს“ თავის საქმიანობაში ყველაზე ხშირად უხდებათ სახელმწიფო უწყებებთან ურთიერთობა, საჯარო ინფორმაციის მიღება, დამუშავება და ანალიზი. წელს ორგანიზაციამ ნომინაციაში „ყველაზე კომუნიკაბელური უწყება“ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო თავისი საქმიანობის, საჯარო ინფორმაციის უზრუნველყოფის, უფლებამოსილებათა კეთილსინდისიერად განხორციელებისა და ინსტიტუციური გამჭვირვალობის სტანდარტების გამო წარადგინა“,- აცხადებენ ორგანიზაციაში.

Subscribe to our news

Get the main news of the day