Home
Category
TV Live Menu

ყველაზე მაღალ და დაბალანაზღაურებადი სფეროები საქართველოში

59bc118d0e475
BM.GE
16.09.17 11:00
957
წლის მეორე კვარტალში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიურმა ხელფასმა საქართველოში 1071 ლარი შეადგინა. სტატისტიკის სამსახურის მონაცემებით, ყველაზე მაღალი ანაზღაურება საფინანსო სექტორშია და ის 2357 ლარს შეადგენს, მას მოსდევს მშენებლობა 1938 ლარით და სახელმწიფო მმართველობა 1363 ლარით.

ყველაზე დაბალი ანაზღაურება ტრადიციულად განათლების სფეროშია და ის 583 ლარს შეადგენს. 679 ლარია საშუალო ანაზღაურება სოფლის მეურნეობის სფეროში, ხოლო სასტუმროებისა და რესტორნების სექტორში კი 796 ლარი.

კაცის საშუალო თვიური ანაზღაურება საქართველოში 1297 ლარს შეადგენს, ხოლო ქალის კი 811 ლარს. ქალის ანაზღაურება კაცისას ყველა სფეროში ჩამორჩება.

Subscribe to our news

Get the main news of the day