IDFI-მ ყველაზე მაღალი ჩართულობის მქონე კანონპროექტის ინიციატორი სახელმწიფო უწყება გამოავლინა. ამასთან, IDFI-მ ‘’საქართველოში საჯარო და კერძო სექტორებს შორის დიალოგის ხარისხის შეფასების მეორე წლიური ანგარიში" წარმოადგინა. კანონპროექტების შესაფასებლად IDFI-მ გადაარჩია 2016 წლის სექტემბრიდან 2017 წლის სექტემბრამდე ინიცირებული 10 კანონპროექტი. კერძო და საჯარო სექტორებს შორის დიალოგის ხარისხის შესაფასებლად პროექტის გუნდმა, პირველ რიგში, ჩაატარა ინტერვიუები კანონპროექტების ავტორებთან.
ინტერვიუებისთვის გამოყენებული იყო წინასწარ მომზადებული სახელმძღვანელო კითხვარი. კითხვარი მოიცავს ისეთ კრიტერიუმებს, როგორიცაა: ინფორმაციის არსებობა მიმდინარე რეფორმის შესახებ, ყველა შესაბამისი დაინტერესებული მხარის ჩართულობის ხარისხი, ჩართულობა გადაწყვეტილების მიღების პროცესში, მიღებული უკუკავშირის ხარისხი, შედეგი და ა.შ. კანონპროექტების ავტორებისგან მიღებული ინფორმაციის მიხედვით, საჭიროების შემთხვევაში, ტარდებოდა მეორადი ინტერვიუები. წელს ჯილდო გადაეცა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს კანონის პროექტის „საქართველოს სივრცითი მოწყობისა და მშენებლობის კოდექსი“ შემუშავების პროცესში კერძო და საჯარო სექტორებს შორის დიალოგის მაღალი ხარისხით უზრუნველყოფისთვის. თემაზე გადაცემაში ’’საქმის კურსი“ IDFI-ის საჯარო პოლიტიკის და სამოქალაქო ჩართულობის მიმართულების ხელმძღვანელი თამარ იაკობიძე საუბრობს.
-რა ძირითადი მიგნებები იყო კვლევის მეორე ნაწილში?
-კვლავ რჩება გამოწვევად უპირველესად გაცნობიერება იმისა თუ რისთვის არის საჭირო დიალოგი სწორედ საწყისს ეტაპებზე და არა მხოლოდ მას შემდეგ, როდესაც კანონპროექტი მეტნაკლებად დასრულებული სახით პარლმენტშია მოხვდება. საჯარო სექტორის წარმომადგენლებს შორის ამის გაცნობიერება ყოველთვის არ ხდება ბოლომდე. ეს არის ერთ-ერთი გამოწვევა, რასაც ჩვენ ვაკვირდებით აღნიშნული პროქტის ფარგლებში. მეორე, რაც ძალიან მნიშვნელოვანია არის ის, რომ მაშინაც კი როდესაც უკვე გაცნობიერებულია საჯარო სექტორის მხრიდან დიალოგის საჭიროება, თავისთავად ეს გაცნობიერება არ არის გარანტი იმისა, რომ დიალოგი მაღალი ხარისხით შედგება.
-კანონპროექტების შეფასების რეიტინგი როგორ დგება და როგორია საერთაშორისო საუკეთესო გამოცდილება ამ მიმართულებით?
-ჩვენი ინდიკატორების და შეფასების სქემის მიხედვით, კანონპროექტის პარლამენტში ინიცირებამდე აღნიშნული პროცესი ოთხ ეტაპად დავყავით. შეფასების ოთხი სხვადასხვა კატეგორია გვაქვს. პირველი არის კონცეფციის ეტაპი, როდესაც მხოლოდ საუბარია დაწყებული პრობლემაზე და კანონპროექტის წერა არ არის დაწყებული, შემდგომი ეტაპი უშუალოდ კანონპროექტის წერის პროცესი,, რომელშიც დაინტერესებული მხარეების ჩართულობა თუ დაფიქსირდა. შემდეგ ვინტერესდებით მარეგულირებლის სპეციალური შეფასებით თუ კი გაკეთდა რა გავლენა ექნება ამ კანონს მომავალში და ბოლოს უკვე თითქმის მზა კანონპროექტი უფრო ფართო საზოგადოებას თუ წარედგინა. თითოეულ ამ ეტაპს 0-დან 10 ქულამდე ვაფასებთ. სიღრმისეულ ინტერვიუებს ვატარებთ უპირველეს ყოვლისა, საჯარო სექტორის წარმომადგენლებთან, რომლებიც აღნიშნული კანონპროექტის ინიციატორები არიან და რა თქმა უნდა, იმ დაინტერესებულ მხარეებთანაც, ვინც იყვნენ ან უნდა ყოფილიყვნენ კანონპროექტის განხილვის პროცესში ჩართულები. საბოლოო ჯამში ამ ანალიზის შედეგად, 0-დან 10 ქულამდე ვაფასებთ.