Home
Category
TV Live Menu

ყველაზე მაღალი საშუალო ხელფასი საფინანსო სექტორშია, ყველაზე დაბალი - სოფლის მეურნეობაში

57da6079c9203
BM.GE
15.09.16 12:42
1087
ყველაზე მაღალი საშუალო ხელფასი კვლავ საფინანსო სექტორში, მშენებლობასა და სახელმწიფო მმართველობაშია. ამის შესახებ საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ გამოქვეყნებულ მონაცემებშია აღნიშნული, რომელიც მეორე კვარტალში საშუალო ხელფასების სტატისტიკას ეხება.

საქსტატის მიხედვით, საშუალო თვიურმა ხელფასმა მეორე კვარტალში 973 ლარი შეადგინა. საფინანსო სექტორში დასაქმებულებისთვის საშუალო ხელფასი 1964 ლარი იყო, მშენებლობაში დასაქმებულთათვის - 1398, ხოლო სახელმწიფო მმართველობაში დასაქმებულთათვის - 1377 ლარი. ყველაზე დაბალი თვიური შემოსავალი კვლავ განათლებასა და სოფლის მეურნეობაში დასაქმებულებს აქვთ. 2016 წლის მეორე კვარტლის მონაცემებით, განათლებაში დასაქმებულების თვიური ხელფასი 544 ლარია, სოფლის მეურნეობაში კი ეს მაჩვენებელი 531 ლარს შეადგენს.

Subscribe to our news

Get the main news of the day