Home
Category
TV Live Menu

ყველაზე მეტი პრემია "ჯიპიაიმ" მოიზიდა, ყველაზე მეტი ზარალი კი "იმედი L"-მა აანაზღაურა

58dcc8949b82d
BM.GE
30.03.17 13:00
1201
2016 წელს ყველაზე მეტი სადაზღვევო პრემია კომპანია "ჯიპიაი ჰოლდინგმა" მოიზიდა, ყველაზე ნაკლები კი "ტაომ". ამის შესახევბ დაზღვევის ზედამხედველობის სამსახურის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშშია ნათქვამი.

"ჯიპიაის" მიერ მოზიდული პრემია 2016 წელს 88.88 მილიონი ლარი იყო, "ალდაგის" მიერ მოზიდული პრემია - 77.90 მილიონ ლარს შეადგენდა, მესამე ადგილზე იყო "იმედი L"- 67.62 მილიონი ლარით, შემდეგ მოდის "არდი" 31.53 მილიონით, ხუთეულს ასრულებს "პსპ" - 31.47 მილიონი ლარით.

რაც შეეხება ანაზღაურებულ სადაზღვევო ზარალებს, ყველაზე მტი თანხა "იმედი L"-მა აანაზღაურა - 52.57 მილიონი ლარი, შემდეგ მოდის ჯიპიაი - 42.02 მლნ, პსპ - 28.74 მლნ ლარი, ირაო - 27.96, ალდაგი - 27.30 მილიონი ლარი.

რაც შეეხება გამომუშავებული პრემიისა და დამდგარი სადაზღვევო ზარალების შეფარდებას, კომპანია "ჯიპიაი ჰოლდინგმა" გამოიმუშავა 83.28 მილიონი და თითქმის ნახევარ შემთხვევაში ზარალი დაუდგა - 44.91 მილიონი ლარი. "ალდაგის" მიერ გამომუშავებულმა პრემიამ 70.69 მილიონი შეადგინა, დამდგარმა ზარალმა კი თითქმის მესამედი. "იმედი L-მა" 61.44 მილიონი გამოიმუშავა და დამდგარმა ზარალმა 50 მილიონი შეადგინა. რაც შეეხება "პეესპეს", გამომუშავებული პრემია 30.51 მილიონი იყო, დამდგარი ზარალი კი 30.19 მილიონი. "ირაოში" პრემია 29.73 მილიონი ლარი, დამდგარი ზარალი კი -27.41 მილიონი.

Subscribe to our news

Get the main news of the day