Home
Category
TV Live Menu

ყველაზე მონახულებადი დაცული ტერიტორიები ორშაბათობით ვიზიტორებისთვის დახურულია

57bb0169bc451
BM.GE
22.08.16 17:35
1021
ყველაზე მონახულებადი დაცული ტერიტორიები ორშაბათობით არ მუშაობენ. „ბიზნესკონტაქტს“ ტურისტები დაუკავშირდნენ, რომლებსაც დღეს პრომეთეს მღვიმე დახურული დახვდათ. როგორც დაცული ტერიტორიების სააგენტოში განგვიმარტეს, მარტვილის კანიონი, ოკაცეს მღვიმე, სათაფლიას და პრომეთეს ტერიტორიები ორშაბათობით ვიზიტორებისთვის დახურულია, რისი ერთ-ერთი მიზეზიც ტურისტების დიდი რაოდენობაა. სააგენტოში განმარტავენ, სხვა ყველა დაცული ტერიტორია ყოველდღიური დატვირთვით მუშაობს, აღნიშნულ ტერიტორიებზე კი თანამშრომლებისთვის დასვენების დღის გამოყოფის და ადგილზე ინფრასტრუქტურის მოწყობის მიზნით, კვირაში ერთი დღე მუშაობა არ მიმდინარეობს.
 
"გუშინ მარტვილზე 2000-ზე მეტი ვიზიტორი იყო, თანამშრომლებსაც დასვენების დღე სჭირდებათ. ეს მსოფლიოში მიღებული პრაქტიკაა. გარდა ამისა მიმდინარეობს აღდგენითი-სარემონტო სამუშაოები“, - აცხადებენ დაცული ტერიტორიების სააგენტოში.

Subscribe to our news

Get the main news of the day