Home
Category
TV Live Menu

"ყველაზე სწრაფად მზარდი კომპანია ბრიტანეთში" - BBC ქართველი გუკა თავბერიძის წარმატებაზე (ვიდეო)

57a9a50eef043
BM.GE
09.08.16 13:40
1422
ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი კომპანია ბრიტანეთში, რომელის დამფუძნებელიც ქართველია, - კომპანია Savse-ს წარმატებაზე BBC-ის ეთერში კომპანიის დამფუძნებელმა გუკა თავბერიძემ ისაუბრა.

"ბოლო რამდენიმე წელში კომპანიამ 13 მილიონი დოლარის ბრუნვას მიაღწია, ბოლო 12 თვეში კი გაყიდვები 600 პროცენტით გაზარდა“, - აღნიშნავს გადაცემის წამყვანი.

„მე არ მქონდა არც გამოცდილება, არც შესაბამისი ხარისხი, უბრალოდ ბიჭი ვყავი, რომელსაც სურდა თავისით შეექმნა რამე“, - ამბობს გუკა თავბერიძე. მისი თქმით, ნატურალური წვენები მისი დედის რეცეპტით მზადდება. ოჯახური საქმის ბიზნესთად გადაქცევის იდეა კი 5 წლის წინ გაჩნდა.

“სავსე” გამაგრილებელი სასმელია, რომელიც ხილისა და ბოსტნეულის ნაზავს შეიცავს. კომპანიის პროდუქცია ბრიტანეთის ცნობილ სუპერმარკეტების ქსელში იყიდება.


Subscribe to our news

Get the main news of the day