Home
Category
TV Live Menu
Loading data...

ზამთრის ტურისტული სეზონი - რა ხდება კურორტებზე?

BM.GE
27.01.23 15:09
133
“Inn ჯგუფის” აღმასრულებელი დირექტორი ერეკლე კოკაია bm.ge-სთან ამბობს, რომ “გუდაურს აქვს პოტენციალი, ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სათხილამურო კურორტი იყოს”, თუმცა არსებული გამოწვევების გამო, ეს ვერ ხერხდება. გამოწვევებს შორის კი უმთავრესია ინფრასტრუქტურული პრობლემები. მისივე თქმით, მთის კურორტებზე არსებულ პრობლემებს როგორც სახელმწიფომ, ასევე ბიზნესმა უნდა უპასუხოს. ბიზნესმენის თქმით, სახელმწიფოს მხრიდან საქართველოს მთის კურორტებს ქვეყნის ფარგლებს გარეთ მეტი მარკეტინგული კამპანია უნდა გაუკეთდეს, რათა ქვეყნის, როგორც ერთ-ერთი ტურისტული ადგილმდებარეობის ცნობადობა გაიზარდოს. რა პოტენციალს ხედავს და როგორ შეიძლება მეტი ტურისტის მოზიდვა საქართველოს ზამთრის კურორტებზე?

სტუმარი:ერეკლე კოკაია - “Inn ჯგუფის” აღმასრულებელი დირექტორი;

Subscribe to our news

Get the main news of the day