რუსეთის სამხედრო ძალების მიერ ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურისთვის შექმნილი საფრთხის გამო, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ევროპას მოუწოდა, გაიღვიძოს. უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, არასდროს არცერთ ქვეყანას არ უსვრია ატომური ენერგობლოკებისთვის და ეს კაცობრიობის ისტორიაში პირველად გააკეთა ტერორისტმა სახელმწიფომ. ზელენსკიმ რუსეთი ბირთვულ ტერორში დაადანაშაულა. უკრაინის პრეზიდენტი ამბობს, რომ რუსი სამხედროების შეჩერება შესაძლებელია მხოლოდ ევროპის დაუყოვნებლივი მოქმედებით. ზელენსკის თქმით, უკრაინა ეს არის 15 ბირთვული ბლოკი და თუ აფეთქება მოხდება, ყველას დასასრული იქნება, ევროპის დასასრულიც. რამდენად რეალისტურია საფრთხე, რომლის შესახებაც უკრაინის პრეზიდენტი ევროპას აფრთხილებს? - ენერგეტიკოსი გია არაბიძე აგვიხსნის მეტს.