Home
Category
TV Live Menu
Loading data...

“ზარაფხანას” კორპორატიულ სასაჩუქრე სუვენირებზე სპეციალური შეთავაზება იწყება

BM.GE
11.04.23 10:33
81
წინასააღდგომოდ საიუველირო სახლ ,,ზარაფხანას“ კორპორატიულ და სასაჩუქრე სუვენირებზე სპეციალური შეთავაზება აქვს. კომპანია რომელიც 1939 წლიდან საქმიანობს, უმაღლესი ხარისხის, ავთენტურ, ხელნაკეთ კორპორატიულ და სასაჩუქრე სუვენირებზე სადღესასწაულო შეთავაზების ფარგლებში ფასდაკლებით სარგებლობის შესაძლებლობას იძლევა. „ზარაფხანას“ კორპორატიული მიმართულების ხაზში შედის 100-მდე უნიკალური მინიატურა –როგორც ქართული ხელოვნებისა და კულტურული თემატიკის, ასევე ისტორიული და რელიგიური მინიატურები, სააღდგომო სასაჩუქრე სუვენირები, სამაგიდე თამაშები და სხვა. საიუველირო სახლი, არსებული სერიული ნაკეთობების გარდა, მომხმარებელს მისთვის სასურველი სუვენირებისა და მინიატურების ექსკლუზიურად დამზადებასაც სთავაზობს. აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით, მომხმარებელი ახალ სუვენირებსა და სააღდგომო თემატიკის მინიატურებზე 10%-იანი ფასდაკლებით (ან სპეციალური შეთავაზებით) ისარგებლებს.