"მარკირების აპარატს ხარვეზები აქვს ხოლმე, მაგრამ არა მასშტაბური ხასიათის",- ამის შესახებ "ბიზნესკონტრაქტს" კომპანია "ზედაზენის" დირექტორმა კახა კოტრიკაძემ განუცხადა.
მისი თქმით, შვეიცარიული კომპანია "სიქპას" მარკირების აპარატს მუდმივად აკონტროლებს კომპანიის წარმომადგენელი და ხარვეზის შემთხვევაში მის გამოსწორებაზე მუშაობს.
"მანქანაა და რა თქმა უნდა, რაღაც ხარვეზები იქნება ყველა ვარიანტში, მაგრამ ის, რომ ეს მნიშვნელოვანი იყოს და ჩემს საქმეში ხელს მიშლიდეს, ასეთი რამ არ არის. კომუნიკაცია „სიქპასთანაც“ გვაქვს და ასე მწვავედ ეს პრობლემა არ დგას",- აცხადებს კოტრიკაძე.
შეგახსენებთ, რომ აარალკოჰოლური კომპანიების ნაწილი აცხადებს, რომ მარკირების აპარატი შეფერხებებით მუშაობს და ეს მათს საწარმოო პროცესს ხელს უშლის.