Home
Category
TV Live Menu

ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხანაში მაღალტექნოლოგიური 25,5 მეგავატის სიმძლავრის ღუმელი ჩაირთო

57ee6b841e6a0
BM.GE
30.09.16 17:40
1005
ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხანაში ახალი, მაღალტექნოლოგიური 25,5 მეგავატის სიმძლავრის ღუმელი ჩაირთო, - კომპანია „ჯორჯიან მანგანეზის“ მიერ, ახალი ღუმელის ექსპლოატაციაში გაშვებასთან დაკავშირებულ ღონისძიებაში საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მიიღო მონაწილეობა.

მთავრობის მეთაურმა საამქრო დაათვალიერა და ახალი საწარმოო ღუმელის რესურსის შესახებ ინფორმაცია მოისმინა.

კომპანიის ხელმძღვანელობის ცნობით, ახალი საწარმოო ღუმელი რესურსის ეფექტური მოხმარებითა და გარემოზე მინიმალური ზემოქმედებით გამოირჩევა, რითაც ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხანა მსოფლიოს წამყვანი მეტალურგიული საწარმოების სტანდარტებს უახლოვდება.

Subscribe to our news

Get the main news of the day