შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის პროექტი „სანდო თანამგზავრი“დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებს საშუალებას აძლევს, ზოგად უნარებში გამოცდის იდენტური ტესტირება გაიარონ. ტესტირებები უმაღლესი სასწავლებლების მხარდაჭერით პერიოდულად გაიმართება, აბიტურიენტთათვის მონაწილეობა კი სრულიად უფასო იქნება. პირველი იმიტირებული გამოცდა დღეს 15:00 საათზე, „ახალ უმაღლეს სასწავლებელში“ ჩატარდება.
გამოცდაზე გამოყენებული იქნება ზოგადი უნარების ტესტის ახალი ვერსია. აბიტურიენტი შედეგს ტესტზე მუშაობის დასრულებისთანავე შეიტყობს.
"სანდო თანამგზავრი" პროექტის goNaec ფარგლებში შეიქმნა და დამამთავრებელი კლასის მოსწავლეების ხელშეწყობას ითვალისწინებს. "სანდო თანამგზავრი" ასევე სთავაზობს დამამთავრებელი კლასების მოსწავლეებს გამოსაშვები გამოცდების რეპეტიციას ონლაინ და ყოველკვირეულ რუბრიკას "ზოგადი უნარები სოფო დოლიძესთან ერთად", სადაც ცენტრის ზოგადი უნარების ჯგუფის ხელმძღვანელი ტესტის სხვადასხვა ტიპის დავალებებს განიხილავს.