Home
Category
TV Live Menu

ზოგიერთ სავაჭრო ქსელში სიგარეტის ფასი თითქმის გასამმაგდა

568a6d699ac38
BM.GE
03.01.16 12:49
1559
ბოლო რამდენიმე დღეა სავაჭრო ქსელებში "ფილიპ მორისი"-ს თამბაქოს ნაწარმი აღარ იყიდება. ვრცელდება ინფორმაცია, რომ "ფილიპ მორისმა" საქართველოში პარტნიორი სადისტრიბუციო კომპანია შეცვალა, რამაც სიგარეტის რამდენიმე ბრენდის ქსელში მიწოდებაზე შეფერხებები გამოიწვია. ფილიპ მორისი-ს სადისტრიბუციო კომპანია საქართველოში ;ომეგა ჯგუფიაარსებული დეფიციტის პირობებში, ზოგიერთმა სავაჭრო ქსელმა გააძვირა პროდუქცია.

ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, ზოგიერთ სიგარეტის სახეობის მნიშვნელოვან გაძვირებასთან არანაირი პირდაპირი კავშირი არ აქვს თამბაქოს ნაწარმზე აქციზის გადასახადის განაკვეთის ზრდას. "ბიზნესკონტაქტი" ცდილობს დაუკავშირდეს კომპანია "ომეგას" და "ფილიპ მორისი"-ს წარმომადგენლობას საქართველოში. ინფორმაციას მოგაწვდით მისი მიღებისთანავე.

Subscribe to our news

Get the main news of the day