Home
Category
TV Live Menu

ზუგდიდის აერპორტის მშენებლობით არცერთი კომპანია არ დაინტერესდა

57e39ac75a86c
სალომე მეცხვარიშვილი
22.09.16 12:47
1710
ზუგდიდის აერპორტის მშენებლობით არცერთი კომპანია არ დაინტერესდა. მიუხედავად იმისა, რომ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ აეროპორტის მშენებლობაზე ინტერესთა გამოხატვა მეორედ გამოაცხადა, არცერთ კომპანიას აეროპორტის მშენებლობის სურვილი არ გამოუთქვამს. ამის შესახებ „ბიზნესკონტრაქტს“ „საქართველოს აეროპორტების გაერთიანებაში“ განუცხადეს.
გამოცხადდება თუ არა ინტერესთა გამოხატვა ზუგდიდის აეროპორტზე მესამედ, აეროპორტების გაერთიანებაში ვერ აკონკრეტებენ და აცხადებენ, რომ ამ ეტპაზე ყურადღება ამბროლაურის აეროპორტისკენ აქვთ მიპყრობილი.
ბოლოს ინტერესთა გამოხატვა ივლისში გამოცხადდა. ხელშეკრულების მიხედვით, დაინტერესებულ კომპანიას ზუგდიდის აეროპორტი იჯარით და ოპერირების უფლებით გადაეცემოდა.

გამარჯვებულ კომპანიას აეროპორტის მშენებლობა ხელშეკრულების გაფორმებიდან 6 თვეში უნდა დაეწყო, 18 თვეში კი აეროპორტის მშენებლობა უნდა დაესრულებინა.
ინტერესთა გამოხატვაში მონაწილეობისკენ კომპანიებს ეკონომიკის მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმაც მოუწოდა.

ინტერესთა პირველი გამოხატვა აეროპორტზე მაისში იყო გამოცხადებული.

Subscribe to our news

Get the main news of the day