Home
Category
TV Live Menu

ზუგდიდის თეატრის ისტორიულ შენობას რეაბილიტაცია ჩაუტარდება - ფოტო

58614494a7156
BM.GE
26.12.16 20:25
1357
ზუგდიდის თეატრის ისტორიულ შენობას რეაბილიტაცია ჩაუტარდება. ზუგდიდის შ.დადიანის სახელობის სახელმწიფო პროფესიული დრამატული თეატრის შენობის რეკონსტრუქციის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის ტენდერში გამარჯვებული გახდა შპს „ად-სტუდიო“, რომელმაც წარმოადგინა თეატრის არქიტექტორული და ტერიტორიის კეთილმოწყობის პროექტი. 

შეგახსენებთ, რომ ზუგდიდის შალვა დადიანის სახელობის დრამატული თეატრი დანგრევის პირასაა. დაზიანებულ შენობაში უკვე რამდენიმე წელია ოთახების ნაწილი უსაფრთხოების მიზნით გაუქმებულია. მომავალ წელს თეატრს 150 წელი უსრულდება.

Subscribe to our news

Get the main news of the day