საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს “საქართველოს აეროპორტების გაერთიანება” ქალაქ ზუგდიდში აეროპორტის მშენებლობაზე ინტერესთა გამოხატვას კიდე ერთხელ აცხადებს.
ყველა პირობის შეთანხმების შემთხვევაში, გამოვხატეთ მზადყოფნა იჯარისა და აღნაგობის უფლებით გადავცეთ დაინტერესებულ კომპანიას შესაბამისი უძრავი ქონება და გავუფორმოთ აეროპორტის ოპერირების ხელშეკრულება.
შპს “საქართველოს აერპორტების გაერთიანება” ხელახლა იწვევს ყველა დაინტერესებულ კომპანიას, გამოხატონ ინტერესი ქალაქ ზუგდიდში, გადასაცემ უძრავ ქონებაზე ადგილობრივი აეროპორტის მშენებლობა-რეაბილიტაციასა და შემდგომ ოპერირებაზე, წინამდებარე ინტერესთა გამოხატვის განახლებული პირობების შესაბამისად.
წინადადებების წარმოდგენის ბოლო ვადაა არაუგვიანეს 2016 წლის 11 ივლისის 18:00 საათისა ადგილობრივი დროით.