Home
Category
TV Live Menu

ზუგდიდში "ნათინვესტის" თხილის გადამამუშვებელი საწარმო ამოქმედდა

56bb35cd03a48
BM.GE
10.02.16 17:05
1236
სამეგრელოს რეგიონში, ქალაქ ზუგდიდში კომპანია "ნათინვესტის" თხილის გადამამუშვებელი საწარმო ამოქმედდა.
 
სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცნობით, კომპანია "ნათინვესტის" თხილის გადამამუშვებელი საწარმო დამტვრეული, დაკალიბრებული და გამშრალი თხილის წარმოებას უზრუნველყოფს. საწარმოში 50 ადამიანი დასაქმებულია. კომპანია წლიურად 300 ტონა მზა პროდუქციის წარმოებას გეგმავს. პროდუქციის ექსპორტი ევროკავშირის ქვეყნებში განხორციელდება. აღნიშნული საწარმო 2015 წლის აგვისტოში აშენდა.

კომპანია სოფლის მეურნეობის სამინისტროს შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტის ბენეფიციარია. საწარმოში ჯამურად 430,000 აშშ დოლარის ინვესტიცია განხორციელდა, აქედან 172 000 აშშ დოლარი გრანტია, ხოლო 215 000 აშშ დოლარი შეღავათიანი აგროკრედიტი.

Subscribe to our news

Get the main news of the day